tbilmarket.com - Online Shop
ავტორიზაცია  |  ანგარიშის შექმნა  |  შეკვეთის გაკეთება
აირჩიეთ ენა:
GeorgianEnglishRussian
დასაწყისი » პირადი ინფორმაციის დაცვა
რა ინფორმაციას ვაგროვებთ
Tbilmarket.com აგროვებს პერსონალურად ამოცნობად ინფორმაციას, როგორიცაა სახელი, ელ-ფოსტა, მისამართი, საფოსტო მისამართი, ტელეფონის ნომერი. აღნიშნული ინფორმაციის დახმარებით ჩვენ ვუზრუნველყოფთ კლიენტის შეკვეთის დამუშავებას და შეკვეთილი პროდუქციის მიწოდებას ადრესატამდე, ასევე ვიყენებთ ამ ინფორმაციას მომხმარებელთან კავშირის დამყარებაში. ჩვენს მონაცემთა ბაზაში ინახება როგორც უშუალოდ შემკვეთის პერსონალურად ამოცნობადი ინფორმაცია, ასევე მის მიერ შეყვანილი მონაცემები საქონლის მიმღების (ადრესატის) შესახებ, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს შემკვეთის ძირითადი ინფორმაციისაგან. პერსონალურად ამოცნობადი ინფორმაციის შეგროვება ჩვენს მიერ ხდება მომხმარებლის რეგისტრაციის დროს ჩვენს სისტემაში და რეგისტრაციის განხორციელებისას მომხმარებელი ეთანხმება ჩვენი საიტის მოხმარების და გამოყენების ძირითად წესებს.
მომხმარებლის საკრედიტო ბარათის მონაცემები ჩვენთან არ ინახება, ის მუშავდება და ინახება ჩვენი პარტნიორი ფირმების ელექტრონულ საპროცესინგო სისტემაში, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენი საკრედიტო ბარათის მეშვეობით შეკვეთის უსაფრთხო ანგარიშსწორებას. მათი მომსახურებით სარგებლობისას თქვენ ეთანხმებით სისტემის გამოყენების წესებს.
ჩვენ ასევე ვიყენებთ "cookies" და სხვა ტექნოლოგიებს, რათა შევაგროვოთ პერსონალურად ამოცნობადი ინფორმაცია.
Cookies - ინფორმაციის მოკლე მონაკვეთებია, რომლებიც ჩაწერილია ბრაუზერით თქვენი კომპიუტერის დისკებზე. ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს მათ საგნებზე თვალ-ყურის დევნების პროცესის დასაჩქარებლად და თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესანახად, რათა ჩვენი გვერდის ყოველი დათვალიერების დროს ხელახლა არ მოგიწიოთ ამ ინფორმაციის ძებნა. გარდა ამისა, cookies გვეხმარება გავარკვიოთ, რომელი სფერო უფრო პოპულარულია მომხმარებლებში.

როგორ ვიყენებთ შეგროვებულ ინფორმაციას
1) პერსონალურად ამოცნობადი ინფორმაცია
Tbilmarket.com იყენებს თქვენს პირად ინფორმაციას საკონტაქტოდ და თქვენი შეკვეთის განსახორციელებლად, ასევე უგზავნის თავის პარტნიორ ფირმას რათა მან დაასრულებს თქვენს მიერ ინიცირებული ელექტრონული ტრანზაქცია. გარდა ამისა, დროდადრო თქვენ მიიღებთ ჩვენგან ინფორმაციას ახალი პროდუქციების, სიახლეების და მომსახურების შესახებ, რომელიც ღირებული იქნება თქვენთვის. თუ თქვენ გსურთ გააუქმოთ აღნიშნული გზავნილები, ეს შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენ პირად ანგარიშში შესვლისას შეტყობინებების გაუქმებით.

2) საქონლის მიმღების პერსონალურად ამოცნობადი ინფორმაცია
ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას ადამიანებზე ვინც ახდენს საქონლის შეკვეთას და საქონლის ადრესატებზე, რომლებიც ფიზიკურად იღებენ შეკვეთილ საქონელს. ამ ინფორმაციას ვიyენებთ მხოლოდ იმისთვის, რომ ვუზრუნველყოთ შეკვეთილი საქონლის მიწოდება ადრესატზე და შეგახსენოთ საქონლის მიღების გარემოებები. ჩვენ არ ვყიდით და არ ვაქირავებთ თქვენს და ადრესატთა პერსონალურ ინფორმაციას. საქონლის მიმღებმა შეიძლება დროდადრო მიიღოს ინფორმაცია ჩვენი სიახლეების, ახალი პროდუქტების და მომსახურების შესახებ, რომელიც საინტერესო იქნება მათთვის. მას ასევე შეუძლია უარი თქვას ჩვენს გზავნილებზე ელ. ფოსტის მეშვეობით.

მესამე მხარის ვებგვერდები

Tbilmarket.com -ს ან მისი ბიზნეს პარტნიორების ელ. გზავნილები და საიტის გვერდები შეიძლება შეიცავდეს სხვა ინტერნეტ გვერდების ლინკებს, რომლებიც შეიძლება იყოს ან არ იყოს Tbilmarket.com -ს მფლობელობაში ან მართული მის მიერ. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ასეთი ვებ–გვერდების ინფორმაციასა და მათ შინაარსზე, იმ გვერდების ჩათვლით რომლებიც იყენებენ ისეთ ინფორმაციას ( როგორიცაა IP ნომერი, ვიზიტორის ტიპი ან საოპერატორო სისტემა), რომელიც შეგროვებულია როცა ელ. ფოსტის მიმღები ან გვერდის დამთვალიერებელი გადის ამ ლინკებით მათ საიტებზე. თუ თქვენ ესტუმრებით ასეთ გვერდებს, ჩვენ გარწმუნებთ, რომ გაეცნობით ამ გვერდების მიერ პირადი ინფორმაციის გამოყენების წესებს.

როგორ ინახება ინფორმაცია

Tbilmarket.com ცდილობს გამოიყენოს უსაფრთხოების სერიოზული ზომები რათა დაიცვას ჩვენს მიერ კონტროლირებადი ინფორმაცია დაკარგვის, არასწორი მოხმარების ან შეცვლისაგან. სამწუხაროდ არცერთი სისტემა არ იძლევა 100%-იანი უსაფრთხოების გარანტიას. შედეგად, როცა ჩვენ ვცდილობთ თქვენი პერსონალურად ამოცნობადი ინფორმაციის დაცვას, ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას ჩვენი მომსახურების აბსოლუტურ უსაფრთხოებაზე, საშუალებებზე, რომელთა წყალობითაც ინფორმაცია მოძრაობს თქვენს კომპიუტერსა და Tbilmarket.com -ს სერვერს შორის, ან ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელიც უზრუნველყოფილია ჩვენთვის ან მესამე მხრისთვის გვერდთან დაკავშირების საშუალებით. თქვენ გვაწვდით ამ ინფორმაციას თქვენი რისკის ფასად.

როგორ უნდა განახლდეს თქვენი პერსონალური ინფორმაცია
Tbilmarket.com საიტზე პირადი ანგარიშის დეტალების ან საქონლის მიმღებთა მონაცემების შეცვლა შეიძლება "ჩემი ანგარიში" -ს მთავარი მენიუდან.

ბავშვები
Tbilmarket.com დაინტერესებულია ბავშვის პიროვნების დაცვით და არ აგროვებს არავითარ პირად ინფორმაციას 13 წლამდე ბავშვებზე. ჩვენ ვთვლით, რომ თქვენ თვალ-ყურს უნდა ადევნებდეთ იმას, თუ რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი ბავშვისთვის ინტერნეტი და ჩვენი ვებ-გვერდი, რათა გარანტირებული იყოს მისი პიროვნების ანონიმურობა. ჩვენ არ ვყიდით საქონელს ბავშვებზე. ჩვენ ვყიდით ბავშვებისთვის განკუთვნილ საქონელს მოზრდილებზე. თუ თქვენ ხართ 16 წლამდე ასაკის, მაშინ Tbilmarket.com -ს გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ უფროსების დახმარებით.

თქვენი თანხმობა

ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ თანხმდებით Tbilmarket.com -ს მიერ ამ ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე. თუ ჩვენ გადავწყვეტთ ანონიმურობის პოლიტიკის შეცვლას, ცვლილებებს გამოვაქვეყნებთ ამ გვერდზე ისე, რომ თქვენ ყოველთვის იცოდეთ რა ინფორმაციას ვაგროვებთ, როგორ ვიყენებთ მას და რა შემთხვევაში ვხსნით მას.

მომხმარებლის გამოცდილების ხარისხი
ჩვენ მუდმივად ველით თქვენ უკუკავშირს რათა გავაუმჯობესოდ და გავაღრმავოთ მიწოდების გამოცდილება. შეგიძლიათ დარეკოთ ან დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტით 24 ნებისმიერ დროს.

Continue

ჩვენს შესახებ | მიწოდება | ინფორმაციის დაცვა | მოხმარების წესები | დაგვიკავშირდით
ყველა სავაჭრო ნიშანი და ლოგო წარმოდგენილია მხოლოდ პროდუქციის განსაზღვრისათვის და შედის მათი მფლობელების საკუთრებაში. © 2009 TBILMARKET.COM და PURE LTD (რეგ. #: 205241932). ყველა უფლება დაცულია.
ვებ-ჰოსტინგს უზრუნველყოფს
EURO-SPACE Network. დამზადებულია BESIKurashvili -ს მიერ